კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

„ლანჩხუთის“ კაპიტანი: “გააზრებული გქვონდა ყველაფერი თუ როგორ გვჭირდებოდა დღეს ქართველებს სიხარული”

ია ალელიშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: Ia Alelishvili ფეისბუკ გევრდი

 

“ლანჩხუთმა” ქალთა ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთში ადგილობრივი ჩემპიონი “კლუჟი” 1:0 ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი კი 68′-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.

„ლანჩხუთის“ კაპიტანი ია ალელიშვილი გუშინდელ გამარჯვებას ფეისბუკზე ემოციური პოსტით გამოეხმაურა:

“როგორ როგოორ გადმოგცეთ ჩვენი გუნდის ისტორია არვიცი, რა სიტყვებით უნდა აგიხსნათ თუ როგორი გუნდი ვართ არვიცი. გაჭირვების და დიდი შრომით მიღწეული წარმატება. მადლობა უფალს. გააზრებული გქვონდა ყველაფერი თუ როგორ გვჭირდებოდა დღეს ქართველებს სიხარული. ჩვენი მიზანი იყო ეს სიხარული მოგვენიჭებინა. მადლობა ჩემს გუნდს. “სპორტი” ყველა ადამიანს აქვს უფლება ითამაშოს ის რისი სურვილიც აქვს, გააკეთოს ყველაფერი მისი ქვეყნის წარმატებისთვის. ფეხბურთი მხოლოდ კარგად თამაშს არნიშნავს. თანადგომა იმ ადამიანების მიმართ ვინც ფეხბურთს თამაშობს და წარმატებას ჯერ ვერ მიაღწიეს. ყველაფერი წინ არის. მადლობას გიხდით ყველას. მადლობა იმ ადამიანებს ვინც გვერდში გვიდგახართ. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას”, – წერს ია ალელიშვილი.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის /16-ფინალის წილისყრა 24 ნოემბერს უეფას შტაბ-ბინაში ნიონში გაიმართება.

 

 

წყარო – ia.alelishvili

 

 

 

 

 

გიორგი აბურჯანია: “უკეთესი დღეები დადგება” (ფოტო)