კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლამპარდმა მოურინიო დაამარცხა (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლონდონური დერბი შედგა „ტოტენჰემსა“ და „ჩელსის“ შორის. ეს თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას, ჟოზე მოურინიოსა და ფრენკ ლამპარდის გამო იქცევდა და შეგირდმა ოსტატი დაამარცხა.

„ჩელსიმ“ პირველივე ტაიმში მოიპოვა ხელსაყრელი უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და დამსახურებულად იმარჯვა.

მე-12 წუთზე ანგარიში ვილიანმა გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ბრაზილიელმა უკვე პენალტიდან დალაშქრა მეტოქის კარი და დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და „არისტოკრატებმა“ იმარჯვეს.

„ჩელსიმ“ ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „ტოტენჰემი“ 26 ქულით მე-7 ადგილზეა.

„ტოტენჰემი“ – „ჩელსი“ 0:2

გოლები: 0:1 ვილიანი (12), 0:2 ვილიანი (45, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“ლაციომ” “იუვენტუსი” დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო (ვიდეო)