კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლადო დვალიშვილი: “ყველა მნიშვნელოვან სიახლეს თურქულ შეკრებამდე გავასაჯაროებთ”

ლადო დვალიშვილის კომენტარი

Image source: FC Dinamo Batumi ფეისბუკ გვერდი

 

ბათუმის „დინამო“ სპორტულმა დირექტორის, ლადო დვალიშვილის პირველ არხთან განცხადებით უახლოეს პერიოდში სამი ლეგიონერის დამატებას აპირებს.

“გუნდის დაკომპლექტება მიმდინარეობს და გვსურს, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ. ვაპირებთ სამი ლეგიონერის დამატებას, რომლებიც, ჩემი აზრით, გუნდს გააძლიერებენ. ერთი მეკარეა, მეორე ცენტრალური მცველი და მესამე თავდამსხმელი, რომელიც ლუკაკუს სტილის ფორვარდია.

გუნდი დატოვეს რეინალდომ, ვაჟა ფაცაციამ, კიჭი მელიავამ და უკრაინელმა მეკარემ, იგორ ლევჩენკომ. კიდევ ოთხი მოთამაშის საკითხი ირკევვა. თუმცა, ჯერ მათ გვარებს ვერ დავაკონკრეტებ. ყველა მნიშვნელოვან სიახლეს თურქულ შეკრებამდე გავასაჯაროებთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლადო დვალიშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

დიდ სიამოვნებას მიიღებდით – რონალდუს და მესის რომ ერთად ეთამაშათ (ვიდეო)