კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლადო დვალიშვილი: “ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოში“ ვარჯიშობს”

ჯანო ანანიძე დინამო ბათუმის ფეხბურთელი არ არის

Image source: Getty Images

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოში“ ვარჯიშობს. “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილ ნახევარმცველთან გუნდს კონტრაქტი არ გაუფორმებია.

“ფაქტია, რომ ჯანო ბათუმის „დინამოში“ ვარჯიშობს, მაგრამ ჩვენთან ფორმის აღსადგენად ემზადება, გვითხრა, რომ სურდა ვარჯიში, მაგრამ გუნდში არ ჩარიცხულა“, – განაცხადა ლადო დვალშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ 2020 წელს კვიპროსული „ანორტოსისი“ დატოვა, შემდეგ რუსულ „როტორში“ ჩაირიცხა და დატოვა, ისე რომ მისი ფორმით თამაში ვერ ჩაატარა.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

 

 

მიხეილ აშვეთია: “მოედანზე ვნახე ჩემი გუნდის შესაძლებლობა რას წარმოადგენს” (ვიდეო)