კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“კვირკველიასთან სიტუაცია რთულია” – რა გეგმები აქვს “ლოკომოტივს” ქართველ მცველთან დაკავშირებით?

კვირკველია

Image source: FC Lokomotiv

 

რუსულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” მოსკოვის “ლოკომოტივის” სატრანსპერო გეგმები გააანალიზა და გუნდის ორი მთავარი მიზანი დაასახელა – დედაქალაქურმა გუნდმა შემადგენლობის გაახალგაზრდავებისა და ასაკოვანი მოთამაშეების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

“დაცვის ხაზი არის ის ადგილი, სადაც ცვლილებები აუცილებელია”, – ნათქვამია სტატიაში, სადაც საუბარია ასევე საქართველოს ნაკრებისა და “ლოკომოტივის” მცველის, სოლომონ კვირკველიას მომავალზე.

კვირკველიასთან სიტუაცია რთულია. სიომინი გეგმავს ქართველ მცველს კიდევ ერთხელ მისცეს შანსი გაზაფხულში. კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის პირველ ნახევარში მოთამაშის ფორმის ადეკვატურად შეფასებით შესაძლოა 27 წლის ქართველის წასვლის ვარიანტები განიხილოს”, – წერს რუსული ვებ-გვერდი.

წყარო – sport-express.ru

2019 წლის რჩეული სამბისტები გამოვლინდნენ