კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კვირკველიამ ყოფილ გუნდს მოუგო, გოლი “დინამო ბათუმის” ყოფილმა ფეხბურთელმა გაიტანა (ვიდეო)

კვირკველიამ ყოფილ გუნდს მოუგო

 

რუსეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ვოლგოგრადის „როტორი“ სტუმრად მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველად იმარჯვა.

საბა კვირკველიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ახლაც ეკუთვნის, 90 წუთი ითამაშა, ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილმა, ხოლო ბექა მიქელთაძემ მოედანზე ბოლო 15 წუთი გაატარა.

„როტორის“ შემადგენლობაში გოლი „დინამო ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოვინომ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ საგოლე პასიც შეასრულა. მოედანზე ისიც 90 წუთი იყო.

„როტორს“ 6 ქულა აქვს და ამ წუთისთვის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

 

წყარო – Rotor FC

 

ლიანა ჯოჯუა UFC-ში დამარცხდა, მას ბრძოლის შანსი არ მისცეს