კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვირკველია ზამთარში “ლოკომოტივს” დატოვებს. რომელ კლუბში გადავა საბა?

Image source: FC Lokomotiv

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლოკომოტივის” მცველი, საბა კვირკველია დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ლოკომოტივს” დატოვებს.

ამ ინფორმაციას რუსული sportsdaily.ru ავრცელებს. მოსკოვურმა კლუბმა შესაძლოა საბა განათხოვრების წესით გაუშვას, თუმცა არ არის გამორიცხული სრული ტრანსფერიც. რუსული გამოცემები წერენ, რომ კვირკველიამ შესაძლოა კარიერა მოსკოვის “დინამოში” გააგრძელოს. მიმდინარე სეზონში 27 წლის ქართველს სათამაშო დრო არ ჰქონია. გასულ სეზონში მიღებული ტრავმის შემდეგ კვირკველიამლოკომოტივში” მხოლოდ ერთ, სათასო დაპირისპირებაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვერკველია მოსკოვის “ლოკომოტივს2017 წელს შეუერთდა და დედაქალაქურ გუნდთან ერთად რუსეთში ყველა ტიტული მოიგო.

წყარო – sportsdaily.ru

როდის დაბრუნდება გიორგი არაბიძე? ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ