კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვიპროსში ქართველმა ლეგიონერებმა გოლების “ფეიერვერკი” მოაწყვეს. “ანორთოსისმა” 5-1 მოიგო (ვიდეო)

Image source: Anorthosis Famagusta - Official

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ანორთოსისმა”  საკუთარ კედლებში “ენოსისი 5:1 გაანადგურა.

ამ გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის ქართველ ლეგიონერებს, რომლებმაც შესანიშნავად გამოიჩინეს თავი. მატჩის ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, როდესაც ნიკა კაჭარავას საგოლე პასის შედეგად მასპინძლებმა მეტოქის კარი აიღეს. ზუსტად ათ წუთში გოლის ავტორი გახდა თორნიკე ოქრიაშვილი, შემდგომ კი კაჭარავამ დუბლი შეასრულა.

აღნიშნულ მატჩში მოედანზე ხუთი ქართველი ფეხბურთელი იყო. “ანორთოსისის” რიგებში გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ოქრიაშვილი65, ხოლო კაჭარავა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ 70-ე წუთზე შეცვალა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა 31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, ირაკლი მაისურაძემ.

13 ჩატარებული მატჩის შემდეგ 30 ქულით “ანორთოსისი” სატურნირო ცხრილის ლიდერობას აგრძელებს.

წყარო – Anorthosis Famagusta – Official

გოგა ბითაძე დათვლილ წუთებს მაქსიმალურად იყენებს. “პეისერსის” მოგებების სერია გრძელდება (ვიდეო)