კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კვიპროსში გიორგი ქვილითაიამ გოლი ისევ გაიტანა (ვიდეო)

ქვილითაიას გოლი კვიპროსში

Image source: goal.philenews.com

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ სტუმრად „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი მინდორზე 90-90 წუთი იყვნენ, ხოლო გიორგი ქვილითაიამ 76 წუთი ითამაშა. გიორგიმ გოლიც გაიტანა. მან 23-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და თავად აქცია გოლად.

ქვილითაიას მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის იბრძვის.

„ანორთოსისმა“ კი ამ გამარჯვებით 36 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, თუმცა ლიდერ „აპოლონს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

 

 

წყარო – Anorthosis FC

 

რუსული გამოცემა: “კვარაცხელია ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია”