კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვიპროსში ბუბა დაუშვილმა ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

დაუშვილის საგოლე პასი

Image source: anorthosisfc

 

კვიპროსის თასის 1/8 ფინალში „ანორთოსისი“ „პაფოსს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კრისტოფიმ პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა.

მას საგოლე პასი ბუბა დაუშვილმა გაუკეთა, რომელმაც გრძელი და ძალიან ზუსტი პასი გააკეთა. დაუშვილის გარდა, თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა.

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 1/4 ფინალში გავიდა და კვიპროსის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

 

 

წყარო – Anorthosis FC

 

27 წლის წინ – მანჩესტერის კოშმარული საღამო ჯოჯოხეთში