Image source: goal.philenews.com
კვიპროსის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში „ანორთოსისმა“ „აპოლონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გუნდი 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ გათანაბრება შეძლო და არ წააგო.
ორივე გოლი ფამაგუსტელთა რიგებში ქართველებმა გაიტანეს. 65-ე წუთზე თავი თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიჩინა და მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა, ხოლო 79-ე წუთზე პენალტით წონასწორობა გიორგი ქვილითაიამ აღადგინა და მისთვის ეს იყო მე-13 გოლი.
ქვილითაიამ, ოქრიაშვილმა და გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშეს, მურთაზ დაუშვილი მინდორზე 63-ე წუთამდე იყო. „აპოლონში“ გიორგი პაპუნაშვილს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.
„ანორთოსისი“ 52 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ომონიას“, რომელთანაც მომდევნო მატჩს გამართავს, 7 ქულით ჩამორჩება.
წყარო – Anorthosis FC
ვიდეობი
ფოტოები