კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ მორიგი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ქვილითაიას გოლი კვიპროსში

Image source: goal.philenews.com

 

კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-20 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „ნეა სალამინა“ 2:0 დაამარცხა.

34-ე წუთზე პენალტით ანგარიში ქვილითაიამ გახსნა. მან ამ სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ბომბარდირებში პირველ ადგილზეა.

გიორგი თამაშში 84-ე წუთამდე იყო, გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.

„ანორთოსისმა“ ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და ლიდერს ერთადერთი ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 24 იანვარს, „აპოელს“ დაუპირისპირდება.

 

 

წყარო – Anorthosis FC

 

ირაკლი მაისურაძემ კვიპროსის ჩემპიონატში გამარჯვების გოლი გაიტანა (ვიდეო)