კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქვილითაიას გოლი და გამომუშავებული პენალტი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი (ვიდეო)

Image source: hln.be

 

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში „გენტი“ „სენტ ტრუიდენს“ დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა. ოთხიდან სამ გოლში კი, მონაწილეობა ქართველებმა მიიღეს.

თავიდანვე გეტყვით, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს. მე-10 წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ჯონათან დავიდმა გაიტანა. მე-14 წუთზე უკვე თავად ქვილითაიამ აიღო მეტოქის კარი და სხვაობა ორამდე გაზარდა.

26-ე წუთზე კი, გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი შეასრულა და გატანაში დავიდს გაუწია ასისტენტობა. მეორე ნახევარში დავიდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარ გუნდს ადვილ გამარჯვებაში დაეხმარა.

ჩაკვეტაძეს და ქვილითაიას კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ ამჯერად გოლს, საგოლე პასსა და მოპოვებულ პენალტს დასჯერდნენ.

გოლების ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – kaagent.be

 

გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის ჩემპიონია!