Image source: goal.philenews.com
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში ქართველების „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „კარმიოტისას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა.
გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. მან ანგარიში მატჩის მე-7 წუთზე გახსნა. გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დარტყმა მოახერხა. მისთვის ეს სეზონში მე-12 გოლი იყო და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება (კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად იყოფს).
28-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლიც გაიტანეს. ამჯერად, საგოლე პასი მურთაზ დაუშვილმა შეასრულა, რომელმაც 40-მეტრიანი უზუსტესი პასით ნიკოს კალტასი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა და მანაც ზუსტად დაარტყა.
82-ე წუთზე „ანორთოსისმა“ პენალტიდან გოლი გაუშვა, თუმცა, ანგარიში შეინარჩუნა და 2:1 მოიგო. გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა 90 წუთი ითამაშეს, გიორგი ქვილითაია კი მინდორზე 78-ე წუთამდე იმყოფებოდა.
„ანორთოსისმა“ ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 6 თებერვალს, ლარნაკას „აეკს“ ესტუმრება.
წყარო – Anorthosis FC
ვიდეობი
ფოტოები