კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვეკვესკირი: “შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დადებითი შედეგი თავდაჯერებისთვის აუცილებელია”

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ნიკა კვეკვესკირის განცხადებით, წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია და სანაკრებო დონეზე არ არსებობს თამაში, რომელსაც მნიშვნელობა არ გააჩნია.

ქართველი ნახევარმცველი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ შვეიცარიისა და ხორვატიის დონის გუნდებთან დადებითი შედეგის ჩვენება თავდაჯერებისთვის აუცილებელია.

“ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ.

ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის ნაკრები ჰყავს შვეიცარიას, ამასთან ერთად მათ ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდებათ იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე იასპარეზონ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს, ტრავმირებული ფეხბურთელების არ ყოფნაში, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს შანსი მიეცემა.

ვფიქრობ, რომ მარტში გასამართი ისტორიული მატჩის წინ უახლოეს ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი ეროვნული ნაკრების თავდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ვიცეჩემპიონს ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია. მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყველა ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის მოლოდინში ვართ“ – თქვა კვეკვესკირმა.

 

წყარო – gff.ge

 

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან მატჩისთვის ემზადება – გერმანული შეკრება დასრულდა