კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვარაცხელიას მამა: “ჩემი ოცნებაა ხვიჩას “ბარსელონაში” თამაში, მაგრამ ის “რეალის” გულშემატკივარია”

კვარაცხელიას მამის ინტერვიუდან

Image source: championat.com

 

მარტვილის “მერანის” ყოფილმა თავკაცმა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კავარაცხელიამ აღიარა, რომ სურვილი აქვს შვილი “ბარსელონაში” ითამაშოს.

“ოცნება – ეს რა თქმა უნდა “ბარსელონაა”, რომელსაც ვქომაგობ, მაგრამ ჩემი ყველა ვაჟიშვილი, მათ შორის ხვიჩაც, მადრიდის “რეალს” ქომაგობენ. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩამ კარგი ფეხბურთი ითამაშოს, ძალიან კარგი იქნებოდა თუკი თავის ძალებს ევროპაში მოსინჯავდა. საჭიროა გუნდი, სადაც ის ითამაშებს. საშუალო დონის ევროპულ კლუბშიც შეუძლია გადასვლა, მე ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რომ რუსეთში არც თუ ისე ცუდად თამაშობს. “რუბინი” ძალიან ძლიერი და სახელოვანი გუნდია” , – განაცხადა უფროსმა კვარაცხელიამ.

19 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტმა უფრო ადრე განაცხადა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერით 5 ევროპული გუნდი იყო დაინტერესებული.

 

 

წყარო-championat.com

 

 

 

 

 

“კვარაცხელია ჯერ დისნეილენდში ცხოვრობს” – რუბინის მრვრთნელმა ქართველი გოლოვინთან შეადარა