კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“კვარაცხელიას დამატებას ნებისმიერი ტოპ-კლუბი ინატრებდა” – ქართველი ფეხბურთელი პირველი წრის სიმბოლურში დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში ყველაზე ტექნიკურია

Image source: rubin-kazan.ru

 

რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გამოცემამ sovsport.ru შეადგინა სიმბორული ნაკრები, სადაც თავიანთი პოზიციებზე ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო ფეხბურთელები გამოირჩნენ.

საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც სხვათა შორის, თავისი კლუბის ერთადერთი წარმომადგენელი გახდა აღნიშნულ სიმბოლურში.

ქართველი ნახევარმცველის ფენომენალურ ტექნიკაზე საუბრობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის “ლოკომოტივში” გამოდიოდა. თუმცა ჩემპიონატის სრულყოფილ ვარსკვლავად ხვიჩა მხოლოდ ლეონიდ სლუცკის შეძლებულ ხელში ჩამოყალიბდა. მის თავდამსხმის ხაზის სრული ფრონტით ქაოტურ გადაადგილებებს აზრი შეეძინა. ახლა კვარაცხელიას საკუთარ გუნდში ხილვას ნებისმიერი ტოპ-კლუბი ინატრებდა. მაგრამ, ის, კაზანიდან დიდი ალბათობით არა მოსკოვში ან სანქტ პეტერბურგში და კრასნოდარში, არამეტ ევროპაში გადავა. თუმცა, ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება – ის ჯერ 19 წლისაა“, – წერს გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

წყარო – sovsport.ru

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნების შესახებ კითხვას უპასუხა