კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კვარაცხელიამ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, გოლი დავითაშვილმაც მიითვალა (ვიდეო)

Image source: rubin-kazan

 

„რუბინის“ შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ერთ მატჩში შეძლეს გოლების გატანა. ყაზანელებმა თურქეთში ბელარუსის კლუბის, „სლავიას“ წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართეს და 5:0 მოიგეს.

კვარაცხელიამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო დავითაშვილმა 86-ე წუთზე იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ „რუბინი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება.

 

 

საქართველოს ნაკრები თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის გარეშე შვეიცარიასთან მატჩისთვის მზადებას იწყებს