ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” რუსეთის ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში ამხანაგურ შეხვედრას მართავს რუსულ საფეხბურთო კლუბ “სოჭის” წინააღმდეგ.
ყაზანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, რომელიც შეხვედრის მე-19 წუთზე გოლის ავტორი გახდა. მატჩის პირველი ტაიმი “სოჭს” უპირატესობით 1-2 დასრულდა.
მეორე ტაიმიში ქართველმა ლეგიონერმა საკუთარ აქტივში კიდევ ერთი გოლი ჩაიწერა. მატჩის 57-ე წუთზე ხვიჩამ 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და დუბლის ავტორი გახდა.
ვიდეობი
ფოტოები