კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კურტუამ ნავასის სარეკორდო მაჩვენებელი გააუმჯობესა

Image source: Getty Images

 

მადრიდის “რეალის” მეკარემ, ტიბო კურტუამ ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში “ეიბარის” წინააღმდეგ მატჩში მადრიდელების კარი მშრალად შეინარჩუნა.

ბელგიელმა მეკარემ ამ შეხვედრამდე კარს აუღებლად 443 წუთის განმავლობაში ინარჩუნებდა, ხოლო “ეიბართან” მაჩშიც გოლის არ გაშვებით კურტუამ ეს მაჩვენებელი 533 წუთამდე გაზარდა.

გამოცემა Marca-ს ცნობით, ტიბომ ამ შედეგით “სამეფო კლუბის” ყოფილი გოლკიპერის, კეილორ ნავასის რეკორდი გააუმჯობესა. “პსჟ“-ს ახლანდელ ფეხბურთელს თავის დროს 517 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია.

წყარო – marca.com

 

მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. საქართველოს მონაგარი უკვე 7 მედალია