კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კურიოზი ლა ლიგაში. VAR-ის ცარიელი ოთახი “რეალის” კარში გატანილი გოლის გაუქმების შემდეგ (ფოტო)

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის “რეალი” “ვალიადოლიდს” ესტუმრა და მეტოქეს 1-4 მოუგო.

მატჩის მე-14 წუთზე “ვალიადოლიდის” ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმებულად გამოაცხადა. ამ ეპიზოდის ვიდეორეფერით გადამოწმების დროს, როცა პირდაპირ ეთერში VAR-ის ოთახი გამოჩნდა, იქ არავინ იყო.

როგორც გაირკვა, ვიდეორეფერის მსაჯები სხვა ოთახში იყვნენ, რეჟისორებმა კი შეცდომა დაუშვეს და ის ოთახი აჩვენეს, რომელშიც არავინ იმყოფებოდა.

დავით ხოჭოლავას კომენტარი ყვითელ ბარათზე, გაძევებაზე და “კარპატისთან” მოგებულ მატჩზე