კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კუმანმა ახსნა მიზეზი, რის გამოც მესი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს

ცნობილია მიზეზი, რის გამოც მესი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განმარტა, თუ რატომ არ ითამაშებს ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საპასუხო მატჩში კიევის “დინამოს” წინააღმდეგ.

“ჩვენ გადავწყვიტეთ დავტოვოთ მესი და დე იონგი ესპანეთში, რადგანაც “ბარსელონას” პოზიცა ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ კომფორტულია. ჩვენ ცხრა გულა დავაგროვეთ. ლეოსა და ფრენტის დასვენება სჭირდება”, – განაცხადა კუმანმა.

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი “დინამო კიევსა” და “ბარსელონას” შორის ხვალ, 24 ნოემბერს გაიმართება. გუნდებს შორის პირველი მატჩი კატალონიელთა სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.

წყარო – as.com

ლიონელ მესი კიევის “დინამოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს