კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კუმანის კომენტარი გულის შეტევის შემდეგ: “ეს შოკი იყო”

Image source: Onsoranje

 

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გულის შეტევის შემდეგ საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

57 წლის სპეციალისტი თავს უკეთ გრძნობს და ამიტომაც, ჰოსპიტალში მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

„გასული შაბათ-კვირა ჩემთვის შოკი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. უამრავი მესიჯი მივიღე, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომელთაც არასდროს შეხვედრივარ. მადლობა ამისთვის, ეს ჩემი ძალა იყო. თავს კარგად ვგრძნობ და ვაგრძელებ მუშაობას“ – განაცხადა კუმანმა.

 

 

წყარო – Onsoranje

 

“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი: “დინამოსთან” წაგება დღემდე მახსოვს და მაღიზიანებს!