კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კუმანი: “ეს ბარსელონა განვლილი წლებისგან განსხვავდება”

რონალდ კუმანმა ბარსელონას თამაში შეაფასა

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმახიმნასტიკის” წინააგმდეგ მოგებული მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ შეხვედრაში ტრავმები არ გვაქვს. გუნდის ფიზიკური მდგომარეობა მომეწონა, ზოგჯერ ძალიან ინტენსირუად ვმოქმედებდით. რასაკვირველია, არის ადგილები, სადაც გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.

ეს “ბარსელონა” განვლილი წლების გუნდისგან განსხვავდება. შესაძლოა დაცვაში უფრო ძლიერი “ბარსა” ვიხილოთ. მაგრამ ჩვენ შევეცდებით უფრო მეტი ვითამაშოთ ბურთით, შევინარჩუნოთ ის და სივრცეები ვიპოვოთ მეტოქის ზურგს უკან. ამ გუნდს ეს შეუძლია, თუ გავითვალისწინებთ როგორი ნახევარდაცვა გვაქვს.” – კუმანის სიტყვებს გამოცემა AS-ი გადმოგვცემს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა “ხიმნასტიკის” წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 3-1 გაიმარჯვა. მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა უსმან დემბელემ, შემდეგ კი ანტუან გრიზმანმა (17′) და კოუტინიომ (51′) 11-მეტრიანები გაიტანეს.

წყარო – as.com

“ლივერპულმა” “ლიდსი” “ენფილდზე” საოცარ დრამაში დაამარცხა (ვიდეო)