კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კრიშტიანუ რონალდუს შეძენას ორი კლუბი მოიაზრებს

Image source: Getty Images

 

იუვენტუსს” ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ ონალდუს გასხვისება მოუხდეს.

Marca-ს ინფორმაციით, თავდამსხმელის ირგვლივ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან “პსჟ” და “მანჩესტერ იუნაიტედი“. ორივე გუნდი მზადაა პორტუგალიელს კონტრაქტი შესთავაზოს.

რონალდუს წლიური ხელფასი 31 მილიონ ევროს შეადგენს. კორონავირუსის მიერ შექმნილი კრიზისის გამო ტურინულ კლუბს ასეთი თანხების გადახდა გაუჭირდება, ზემოთხსენებულ გუნდებს კი ასეთი საშუალება აქვთ.

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “პსჟ“-მ შესაძლოა კილიან მბაპე და ნეიმარი დაკარგოს, ასეთ შემთხვევაში კი რონალდუს მოყვანა კარგი ვარიანტი იქნებოდა.

წყარო – Marca

ლინელ მესიმ ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავების 15-კაციანი სია შეადგინა