კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კრიშტიანუ რონალდუს დუბლით “იუვენტუსმა” მოიგო (ვიდეო)

იუვენტუსმა მოიგო

Image source: Getty images

 

სერია A-ს მერვე ტურში „იუვენტუსი“ საკუთარ კედლებში „კალიარის“ დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს გოლებით მოიპოვა.

ტურინულმა გუნდმა შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა და მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა. ტურინელებმა პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხეს თამაშის მოგება.

38-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა, ხოლო 4 წუთში მან დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და „იუვემ“ გამარჯვება მოიპოვა.

ტურინულ გრანდს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 2:0

გოლები: 1:0 რონალდუ (38), 2:0 რონალდუ (42)

 

 

წყარო – Juventus

 

ჟოზე მოურინიომ პეპ გვარდიოლასთან დაპირისპირება მოიგო (ვიდეო)