კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კრიშტიანუ რონალდუმ “რეალიდან” წასვლის მთავარი მიზეზი დაასახელა

კრიშტიანუ რონალდუმ "რეალიდან" წასვლის მთავარი მიზეზი დაასახელა

Image source: Getty Images

 

“იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ TVI ტელეარხთან საუბარში “რეალიდან” წასვლის ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა.

“მე ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომელსაც კომფორტის ზონაში დარჩენა არ მოსწონს. “რეალში” ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს, მე კი მუდამ ახალ გამოწვევებს ვეძებ. მადრიდიდან წასვლის მთავარი მიზეზებისგან ერთი ეს არის.

ჩემს შვილს ძალიან გაუჭირდა. მადრიდში მას მეგობრები ჰყავდა. მაგრამ მე თვების განმავლობაში მას ცვლილებებისთვის ვამზადებდი და მისთვის მისაღები გახდა ის, ორმ მამამისმა შესაძლოა “რეალი” დატოვოს. ამის არ სჯეროდა, მაგრამ იცოდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო”, – განაცხადა პორტუგალიელმა.

 

 

წყარო – tvi

 

 

 

ცნობილი გახდა სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქის ვინაობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე