კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსში” ბოლოდროინდელ ვითარებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

Image source: Uefa Euro 2020

 

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დუმილი დაარღვია და „მილანთან“ მომხდარი ინციდენტიდან ერთ კვირაში კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელის განცხადებით, მაურიციო სარისთან პრობლემა არ აქვს და მზად არ იყო, ამიტომ შეცვალა.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში ფიზიკურად შეზღუდული ვიყავი. მწვრთნელთან არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, უბრალოდ შეცვლა არავის მოსწონს. მაგრამ, მესმის, რადგან 100%-ით მზად არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, ვცადე „იუვენტუსს“ ტრავმირებულიც დავხმარებოდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება მალე 100%-ით მზად ვიყო“ – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „მილანთან“ შეცვლის შემდეგ თამაში მატჩის დასრულებამდე დატოვა.

 

წყარო – Goal.com

 

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა!