კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა “რეალში” დაბრუნდეს

Image source: Forbes

 

მადრიდის „რეალში“ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდეს. მისი მეგობარი და ესპანელი ჟურნალისტი ედუ აგირე ამბობს, რომ პორტუგალიელს მადრიდში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა.

„დარწმუნებული ვარ რონალდუს მადრიდში დაბრუნების სურვილი დაუბრუნდა. წარმოუდგენელია, ხალხი ერთი საათით ადრე მივიდა სტადიონზე, რადგან იცოდნენ, რომ თამაშს კრიშტიანუ დაესწრებოდა. კრიშტიანუ მადრიდისტაა და დარწმუნებული ვარ დაბრუნება უნდა. ახლა „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრობს, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება მომავალში, თუმცა მანამდე ყველაფერს გააკეთებს „იუვეში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად“ – თქვა ედუ აგირემ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ გუშინ „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრას დაესწრო. პორტუგალიელი „სამეფო კლუბში“ 2009-2018 წლებში თამაშობდა.

 

წყარო – Goal.com

 

რონალდუმ ინსტაგრამში Transfermarkt-ი დაბლოკა. მიზეზი გაგაკვირვებთ