კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კრიშტიანუ რონალდუ ჭორებს უპასუხა: “ჩემი ისტორია “რეალში” დაწერილია”

რონალდუმ რეალში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

Image source: Cristiano Ronaldo ინსტაგრამის გვერდი

 

 

“იუვენტუსის” პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის მადრიდის „რეალში“ ბრუნდება.

“ვინც მიცნობს, კარგად იციან, თუ როგორ ვარ განწყობილი ჩემს საქმეზე. ნაკლები საუბარი და მეტი მოქმედება – ეს არის ჩემი დევიზი კარიერის დასაწყისიდან მოყოლებული. მაგრამ აქამდე რაც ითქვა და დაწერილი იქნა ბოლო დროს, მე ვალდებული ვარ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.

ჩემი ისტორია “რეალში” დაწერილია. სიტყვებით და ციფრებით, ტროფეიებით და ტიტულებით, ჩანაწერებით და სათაურებით. ეს ყველაფერი “ბერნაბეუს” სტადიონის მუზეუმში, ასევე კლუბის ყოველი ქომაგის გონებაშია.

გარდა იმისა, რაც მე მივაღწიე, მახსოვს, რომ ამ 9 წლის განმავლობაში მქონდა გულშემატკივრებისადმი სიყვარული და პატივისცემა, რომელიც დღემდე მაქვს და რომელსაც ყოველთვის შევინარჩუნებ. მე ვიცი, რომ მადრიდის “რეალის” გულშემატკივრების გულებში ვარ და ისინი კი ჩემში იქნებიან.

მე დუმილს ვარღვევ, ვთქვა, რომ არ მივცემ ადამიანებს უფლებას გააგრძელონ ჩემი სახელით თამაში.

მე როგორც ყოველთვის ჩემს კარიერასა და საქმეზე ვარ კონცენტრირებული, ერთგული ვარ საქმეს და ყველა იმ გამოწვევისთვის, რაც მელოდება. დანარჩენი სხვა? ეს უბრალოდ ჭორებია” – განაცხადა რონალდუმ.

 

 

 

 

 

წყარო – cristiano

 

 

 

 

მიუნხენის “ბაიერნმა” გერმანიის სუპერთასს მეცხრედ დაეუფლა (ვიდეო)