კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალედ დაბრუნდა და დუბლი შეასრულა (ვიდეო)

რონალდუს დუბლი

Image source: juventus.com

 

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში „იუვენტუსი“ „სპეციას“ ესტუმრა და 4:1 იმარჯვა. შეხვედრა მიუხედავად ანგარიშისა დაძაბული გამოდგა და „იუვე“ 1 საათი ვერ იმარჯვებდა.

ალვარო მორატამ თამაშის დასაწყისში ანგარიში ახლო მანძილიდან გახსნა, ხოლო შემდეგ მასპინძლებმა გაათანაბრეს. კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსი დაამარცხა და მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა. პორტუგალიელმა ზუსტად სამ წუთში გოლი გაიტანა და „იუვენტუსი“ დააწინაურა.

ტურინელებმა მესამე გოლი 68-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც ადრიენ რაბიომ გაიტანა, ხოლო 77-ე წუთზე რონალდუმ პენალტი ზუსტად დაარტყა და დუბლი შეასრულა.

35 წლის თავდამსხმელი უქმობის შემდეგ მოედანზე ორი გოლით დაბრუნდა, რაც შესანიშნავი შედეგია.

„იუვენტუსმა“ 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.

„სპეცია“ – „იუვენტუსი“ 1:4

გოლები: 0:1 მორატა (16), 1:1 პობეგა (32), 1:2 რონალდუ (59), 1:3 რაბიო (68),1:4 რონალდუ (77, პენ)

 

 

წყარო – Juventus

 

საკალათბურთო სუპერლიგა. “რუსთავმა” “კაკტუსი” ბოლო პერიოდში გატეხა