კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კოუტინიოსთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

ფელიპე კოუტინიოს მომავალი “ბარსელონაში” ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ბრაზილიელის ვარიანტები თითქოს და ამოიწურა, თუმცა Mundo Deportivo-ს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ახალი გრანდი ჩაერთო. წყაროს ინფორმაციით ნახევარმცველის ტრანსფერის შეძენა მიუნხენის “ბაიერნს” სურს, რომლის წარმომადგენლებმა მოთამაშის აგენტებთან კონტაქტი უკვე დაამყარეს.

ახლა ყველაფერი “პსჟ“-ს ხელშია. თუ პარიზული კლუბი ნეიმარის ტრანსფერში კოუტინიოს შეყვანას არ მოისურვებს, ბრაზილიელი სავარაუდოდ მიუნხენში გადავა.

წყარო – mundodeportivo.com

ვალვერდემ უკვე მოამზადა “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობა “ატლეტიკთან” შეხვედრისთვის