კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კოტ დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობა, მის ფეხბურთელებს სხვა ნაკრებებში რომ არ ეთამაშათ (ფოტო)

კოტ დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობა

Image source: Getty Images

 

კოტ დ’ივუარის რესპუბლიკა აფრიკული ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიოს შესანიშნავი ფეხბურთელები აჩუქა და ჯერ მისცემს მომავალში. ამ ქვეყნის წარმოშობის წამყვანმა ფეხბურთელებმა ევროპული ქვეყნების მოქალაქეობა მიიღეს და ამ ქვეყნების ეროვნული ნაკრების (საფრანგეთია, ესპანეთი, შვეიცარია და ინგლისი) ღირსებას იცავენ.

Transfermarkt-მა წარმოადგინა, თუ როგორი იქნებოდა კოტ დ’ივუარის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, თუკი ის ევროპულ ქვეყნებში მოთამაშე კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელებისგან იქნებოდა დაკომპლექტებული.

მეკარე: კოფი (ბურკინა ფასო, 2.4 მილიონი ევრო)

მცველები: აკე (ნიდერლანდები, 35 მილიონი ევრო), ფოფანა (საფრანგეთი, 30 მილიონი ევრო), ზაგადუ (საფრანგეთი, 22 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: ბაკაიოკო (საფრანგეთი, 25 მილიონი ევრო), კესიე (კოტ დ’ივუარი, 50 მილიონი ევრო), ბამბა (საფრანგეთი, 25 მილიონი ევრო), გნაბრი (გერმანია, 70 მილიონი ევრო), ზაჰა (კოტ დ’ივუარი, 45 მილიონი ევრო), პეპე (კოტ დ’ივუარი, 38 მილიონი ევრო)

თავდამსხმელი: კინი (იტალია, 30 მილიონი ევრო)

 

წყარო – transfermarkt_official