კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გავიცნოთ კოსოვოს ნაკრები – ერთა ლიგის ფინალში საქართველოს შესაძლო მეტოქე

კოსოვოს ნაკრები

Image source: Kosovan Football

 

როგორც მოგეხსენებათ, 20 გუნდმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გასვლა უკვე მოასწრო. დანარჩენი 4 გუნდის ვინაობა კი მარტში ერთა ლიგის პლეიოფების შემდეგ გაირკვევა.

 ერთა ლიგის D ჯგუფში არიან: საქართველომაკედონიაკოსოვო და ბელარუსი.

26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელარუსის გუნდის შეხვედრა გაიმართება. ამავე დღეს მაკედონია შეხვდება კოსოვოს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მეტოქის ბარიერს გადალახავს, ფინალურ შეხვედრაში 31 მარტს მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

VbetNews-ი ეტაპობრივად წარმოგიდგენთ ფინალში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეებს. დღეს დავიწყებთ კოსოვოს ნაკრებით.

გუნდი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე ნაწილობრივ აღიარებულ ქვეყანას წარმოადგენს. ამ დროისთვის უეფა-ს რეიტინგში 52-ე ადგილს იკავებს, ხოლო ფიფა-ს რეიტინგში 115.

მთავარი მწვრთნელი 68 წლის შვეიცარიელი ბერნარ შალანდი გახლავთ, რომელიც კარიერის მანძილზე სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბებს წვრთნიდა. საერთაშორისო პრაქტიკა კი 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც სომხეთის ეროვნული გუნდი ჩაიბარა (2014-2015), კოსოვოს ნაკრებს კი 2018 წლიდან თავკაცობს.

კოსოვოს ნაკრების შედეგები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე:

  • 20.11.2018კოსოვო 4-0 აზერბაიჯანი
  • 17.11.2018– მალტა 05 კოსოვო
  • 14.10.2018ფარერის კუნძულები 11 კოსოვო
  • 11.10.2018კოსოვო 31 მალტა
  • 10.09.2018 კოსოვო 2-ფარერის კუნძულები
  • 07.09.2018 – აზერბაიჯანი 0-0 კოსოვო

6 ( 4 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება) ჩატარებული მატჩის შემდეგ კოსოვომ 14 ქულა დააგროვა და ჯგუფში 1-ლი ადგილი დაიკავა.

კოსოვოს ნაკრების შედეგები ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე:

  • 17.11.2019– კოსოვო 0-4 ინგლისი
  • 14.11.2019– ჩეხეთი 2-1 კოსოვო
  • 14.11.2019– კოსოვო 0-2 მონტენეგრო
  • 10.09.2019– ინგლისი 5-3 კოსოვო
  • 07.09.2019– კოსოვო 2-1 ჩეხეთი
  • 10.06.19– ბულგარეთი 0-0 კოსოვო
  • 07.06.19– მონტენეგრო 1-1 კოსოვო
  • 25.03.19– კოსოვო 1-1 ბულგარეთი

8 ( 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება) ჩატარებული მატჩის შემდეგ კოსოვომ 11 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.

ევრო-2020-ისკენ გზაზე კოსოვოელები 26 მარტს, წინასწარი დროით 23:45 (თბილისის დროით) ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ. მანამდე კი, 12 იანვარს, ამხანაგურ შეხვედრაში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

 

წყარო – Kosovan Football

“სულ მალე სიახლე მექნება!” – მერაბ დვალიშვილმა მოახლოებული ბრძოლა დააანონსა