კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კოშტინია: “შეუძლებელია რონალდუ არ გიყვარდეს, თუ შურიანი არ ხარ”

კოშტინიამ რონალდუს შესახებ ისაუბრა

Image source: O Jogo

 

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კოშტინიამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, რონალდუ მოკრძალებული ბიჭია, რომელმაც ყველაფერს მძიმე შრომით მიაღწია და თუ ის არ გიყვარს, გამოდის, რომ შურიანი ხარ.

„რეალში“ ვარჯიშზე რონალდუმ 20 დარტყმიდან 1 ვერ გაიტანა, სხვებმა 10-დან 6. როდესაც რონალდუმ ვერ გაიტანა, ყველამ მისი დაცინვა დაიწყო და ამის გამო ძალიან გაბრაზდა. შემდეგ მან აიღო ბურთების ტომარა და 20-დან 20 გაიტანა. კიდევ რამდენ ფეხბურთელს შეუძლია ამის გაკეთება.

ეს მის ხასიათზე მიანიშნებს, თავს უფლებას არ აძლევს ერთი შეცდომაც დაუშვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის საკუთარ საქმიანობაზე იმდენად არის კონცენტრირებული, რომ ერთ შეცდომასაც კი არ იღებს, თუნდაც მასზე ხუმრობდნენ. შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია.

რონალდუ მძიმედ მუშაობს, არ ზის და არ ელოდება, რომ ყველაფერი ხელში ჩაუვარდება. ეძებს შესაძლებლობებს, რომ გაძლიერდეს. როდესაც ვინმე იტყვის, რომ სხვა გუნდს მასზე უკეთესი ფეხბურთელი ჰყავს, ცდილობს აჩვენოს, ვინ არის საუკეთესო სინმადვილეში.

შეუძლებელია რონალდუ არ გიყვარდეს თუ შურიანი არ ხარ. ის მოკრძალებული ბიჭია და მიხარია მისი წარმატებები. მე ვნახე როგორ მუშაობდა იმისთვის, რომ საუკეთესო გამხდარიყო და როგორც პორტუგალიელი ამით ვამაყობ“, – თქვა კოშტინიამ.

 

 

წყარო – Sports.ru

 

 

 

 

 

ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)