კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კორონავირუსისა და მაიკლ ო’ნილის გამო “იუნაიტედი” – “სტოკ სიტის” მატჩი ჩაიშალა

სტოკ სიტის მწვრთნელი მაიკლ ო'ნილი

Image source: stokecityfc.com

 

ინგლისის პრემიერლიგის გუნდები განახლებისთვის ემზადებიან. “მანჩესტერ იუნაიტედს” გუშინ “სტოკ სიტისთან” ტესტ-მატჩი “კერინგტონის” ბაზაზე უნდა ჩაეტარებინა და ფეხბურთელები მინდორზეც კი იყვნენ გასულნი, როდესაც თამაში ჩაშლილად გამოცხადდა.

თამაშის ჩაშლის მიზეზი კი კორონავირუსი იყო. უფრო კონკტრეტულად კი, ვირუსით ინფიცირებულთა შორის მთავარი მწვრთნელი მაიკლ ო’ნილი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 9 ტურით ადრე, “მანჩესტერ იუნაიტედი” სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს  დაგროვებული 48 ქულით, ხოლო პირველობა კი უნდა 17 ივნისს განახლდეს.

 

 

წყარო – goal.com

 

 

აშშ-ში ფეხბურთელებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა დაუშვეს (ფოტო)