კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კონფედერაციის თასი. ბრძოლა მე-3 ადგილისთვის: პორტუგალია – მექსიკა (გუნდების სასტარტო შემადგენლობები)

პორტუგალია მექსიკა

დღეს რუსეთის დედაქალაქში მექსიკისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის მატჩში კონფედერაციის თასის ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა გამოვლინდება.

მრავალი პროგნოზების მიუხედავად პორტუგალიის ნაკრებმა კონფედერაციის თასი ვერ მოიგო. მათ ფინალში გასვლის უფლება ჩილემ არ მისცა. ტურნირში მე-3 ადგილისთვის მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ პორტუგალიელები კრიშტიანუ რონალდუს გარეშე იბრძოლებენ. პორტუგალიის ნაკრების ლიდერს ამ დღეებში ტყუპეპი შეეძინა, რის გამოც მან მატჩში მონაწილეობაზე უარი თქვა.

რაც შეეხება მექსიკას, ნახევარფინალურ შეხვედრაში გერმანიის ექსპერიმენტალურმა გუნდმა ისინი ანგარიშით 4:1 გაანადგურა. ასეთი დამარცხების შემდეგ შეძლებენ თუა არა მექსიკელები რეაბილიტაციას, დღევანდელ მატჩში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ჯგუფური ეტაპის მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

დაგეგმილი შეხვედრა მოსკოვის სპარტაკ არენაზე თბილისის დროით 16:00 საათზე ჩატარდებ. მატჩს არაბი  მსაჯი ფაჰად ალ-მირდასი განსჯის.

გთავაზობთ გუნდების ოფიციალურ სასტარტო შემადგენლობებს.

პორტუგალია - მექსიკა