კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კონფედერაციის თასი: გერმანია-ჩილე, ვინ გახდება B ჯგუფის ფავორიტი? (ფოტო)

გერმანია-ჩილე. კონფედერაციის თასი

დღეს 22:00 საათზე კონფედერაციის თასის B ჯგუფის მე-2 ეტაპის ფარგლებში გერმანიის ნაკრები ქალაქ ყაზანის “ყაზან არენაზე” შეხვდება ჩილეს ნაკრებს.

ყაზანში გაიმართება ორი ნაკრების დუელი, რომლებიც პირველ ეტაპში გაიმარჯვეს. წინა ტურის მატჩში ჩილეელებმა მატჩის ბოლოს კამერუნელების კარში გაიტანეს ორი უპასუხო გოლი (2:0), ხოლო გერმანელებმა კი არც ისე იოლად, მაგრამ (3:2) დაამარცხეს ავსტრალიელები.

ნაკრებების სავარაუდო შემადგენლობები:

გერმანია: ტერ შტეგენი, კიმიხი, რუდიგერი, მუსტაფი, ჰეკტორი, გორეცკა, ემრე ჯანი, დრაქსლერი, შტინდლი, ბრანდტი, ვერნერი

ჩილე: ჯონი ერერა, ისლა, მედელი, გონსალო ხარა, ბოსეჟური, ვიდალი, მარსელო დიასი, არანგუისი, ალექსის სანჩესი, ვარგასი, ფუენსალიდა