კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კოლუმბიელ ფეხბურთელს ნარკომოვაჭრე პარაგვაელი მეკარის მოკვლას სთავაზობდა

Image source: MbS Canada

 

სამხრეთ ამერიკაში კრიმინალური სამყაროს ფეხბურთში ჩარევა იშვიათი მოვლენა არაა. კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფაუსტინო ასპრილიამ გაიხსენა, რომ მას პარაგვაის ნაკრების მეკარის, ხოსე ლუის ჩილავერტის მკვლელობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა.

1997 წელს, პარაგვაისა და კოლუმბიის მატჩის დროს, ასპრილიას ჩილავერტთან შელაპარაკება მოუვიდა და სწორედ ამის გამო, მას ნარკომოვაჭრე დაუკავშირდა, რომელიც მზად იყო ასპრილიას თანხმობის შემთხვევაში პარაგვაელი მეკარე მოეკლა.

„თამაში დამთავრდა თუ არა, ტელეფონზე ხულიო ფიერომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. როდესაც მივედი, მითხრა, რომ ჩილავერტის სიკვდილის ნება მიმეცა. რაზეც რა თქმა უნდა უარი ვუთხარი: „შეიშალეთ? რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება“ – თქვა ასპრილიამ.

 

 

ქართველი მსაჯები ჩელენჯ ქაფისა და რაგბი ევროპის მატჩებს განსჯიან