კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კლუივერტი: “ჩოგბურთელი გავხდებოდი, მამა და ძმა ფეხბურთლი რომ არ მყოლოდნენ”

ჯასტინ კლუივერტი ჩოგბურთელობაზე ოცნებობდა

Image source: Getty Images

 

რომას” ნახევარმცველმა, ჯასტინ კლუივერტმა განაცხადა, რომ ბავშობაში ჩოგბურთელობა უნდოდა. ფეხბურთელად ყოფინის მის არჩევანზე ოჯახის წევრებმა იქონიეს დიდი ზეგავლენა და საბოლოოდ მამის კვალს გაჰყვა.

“თავდაპირველად ჩოგბურთის თამაში მინდოდა. გამუდმებით ჩოგბურთზე ვფიქრობდი, მაგრამ მამაჩემი და ჩემი ძმა ფეხბურთს თამაშობდნენ და მეც ავტომატურად ამ სპორტს მივყევი.

მახსოვს, როცა ქუჩაში პირველად ფეხბურთი ვითამაშე, მუხლები დავიზიანე და ბევრი ვიტირე. ქუჩა ფუნდამენტია, სადაც შეგიძლია გაიზარდო და ივარჯიშო ტექნიკურად.

დავიწყე “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდში და საბოლოოდ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმსახურე. ეს დაუჯერებელი ოცნება იყო, რადგან იქ მამაჩემი თამაშობდა”, – განაცხადა კლუივერტმა.

შეგახსენებთ, რომ “რომამ” ახალგაზრდა მოთამაშე “აიაქსიდან17.5 მილიონ ევროდ შეიძინა. “რომას” მაისურით ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 62 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.

წყარო – Football Italia.

ტოპ 10 საუკეთესო სტადიონი მსოფლიოში Marca-ს ვერსიით