კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კიტეიშვილი: “მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ”

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მიიჩნევს, რომ მომდევნო ორი თამაში გუნდმა ერთა ლიგის მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

„შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდია, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი. მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვსურდა და 0:2 დავმარცხდით. იმ მატჩში შვეიცარიამ, ასე ვთქვათ, გვაჯობა, მაგრამ ახლა შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. მიმდინარე წელს ერთი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა დაგვრჩა. ჩემი აზრით, ეს მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მარტში გასამართ ერთა ლიგის პლეი-ოფებს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ“ – თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 15 და 19 ნოემბერს, შვეიცარიისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

 

წყარო – gff.ge

 

საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ორი ფეხბურთელი გამოაკლდა