Image source: Getty images
„პსჟ“-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე კორონავირუსით დაინფიცირდა. ფეხბურთელის ტესტირების პასუხმა დადებითი პასუხი აჩვენა და მან საფრანგეთის ნაკრების შეკრება დატოვა.
შესაბამისად, ერთა ლიგის მეორე ტურში ხორვატიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. კილიანს ვირუსის ასიმპიტომურად აქვს და იზოლაციაში იმყოფება.
მანამდე კორონავირუსი „პსჟ-ს“ 6 ფეხბურთელს, კეილორ ნავასს, ნეიმარს, მარკინიოსს, მაურო იკარდის, ლეანდრო პარედესსა და ანხელ დი მარიას დაუდასტურდათ. საფრანგეთის ნაკრებში კი ტანგი ნდომბელე, სტივ მანდანდა და პოლ პოგბა არიან ინფიცირებულნი.
პოგბამ 5 სექტემბერს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და გამარჯვების გოლის გატანაც შეძლო.
BREAKING Kylian Mbappe is the latest PSG star to test positive for coronavirushttps://t.co/EvAOC9ChCs
— Mirror Football (@MirrorFootball) September 7, 2020
წყარო – Mirror
ვიდეობი
ფოტოები