კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კიკე სეტიენის წარმატებული დებიუტი და მესის გამარჯვების გოლი (ვიდეო)

Image source: laliga

 

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიკე სეტიენის დებიუტი შედგა და წარმატებული გამოდგა. ლა ლიგის მე-20 ტურში „ბარსამ“ „გრანადას“ უმასპინძლა და ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მოიგო.

სტუმრები მეორე ტაიმში მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ და კატალონიელებმა ამის შემდეგ მოახერხეს გამარჯვების გოლის გატანა. 75-ე წუთზე არტურო ვიდალის პასით ლიონელ მესიმ გაიტანა და „ბარსელონას“ მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ კატალონელებს ბურთის ფლობის 82%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ, რაც ამ გუნდისთვის 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია.

„ბლაუგრანამ“ 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობას „რეალთან“ ერთად იყოფს.

„ბარსელონა“ – „გრანადა“ 1:0

გოლი: 1:0 მესი (76)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“იუვენტუსმა” “ინტერს” კიდევ უფრო გაასწრო, რონალდუმ დუბლი შეასრულა (ვიდეო)