კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კიკე სეტიენი: “ბარსელონა” ყველაფერს აკეთებს, რომ უკეთესი გახდეს, მაგრამ “რეალი” ყველა მატჩს იგებს”

კიკე სეტიენმა მარსელონას თამაში შეაფასა

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ მატჩის შედეგი (1-0) შეაფასა.

“რა თქმა უნდა. ლიონელ მესის დასვენება სჭირდება. პირველ ტაიმში მეტი გოლი რომ გაგვეტანა, შესაძლოა, უფრო მეტ მოთამაშეს მისცემოდა დასვენების საშუალება. ჩვენი გუნდი დაღლილად გამოიყურებოდა.

მატჩის შედეგის გადაწყვეტა შეგვეძლო ჯერ კიდევ შესვენებამდე. გვქონდა მომენტები საიმისოდ, რომ ორჯერ ან სამჯერ მიზნისთვის მიგვეღწია. მეორე ტაიმში პრობლემები დაიწყო.

ბარსელონა” ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ უკეთესი გახდეს. არ ვიცი, ეს საკმარისია თუ არა ჩემპიონობისთვის, რადგანაც “რეალი” ყველა თამაშს იგებს.

ვალიადოლიდთან” მატჩში შესაძლო ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ არ შეტევების ბოლოსკენ არ გვიმართლებდა.” – სეტიენის სიტყვებს Marca გადმოგვცემს.

ბარსელონალა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს. კატალონიური გუნდი 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ “რეალს“, რომელსაც მასთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

წყარო – Marca

 

თანამედროვეობის 10 საუკეთესო გუნდი FiveThirtyEight-ის ვერსიით