კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კიდევ ერთი გოლი. ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის ჩემპიონატში მე-6 ბურთი გაიტანა (ვიდეო)

ვაკო და გურამი

Image source: San Jose Earthquakes

MLS-ის მორიგ მატჩში “სან ხოსე” სტუმრად “ვანკუვერს” შეხვდა და 1-3 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ თავი გამოიჩინა საქართველოს ნაკრებისა და “სან ხოსე ერსქვეიქსის” შემტევმა ვაკო ყაზაიშვილიმა, რომელმაც ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა.

შეხვედრის მე-16 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1-0 აგებდა, ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. (ვიდეო)

აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილმა მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. საჯარიმოს გარედან მისი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი თანაგუნდელმა გაიტანა.

რაც შეეხება “სან ხოსეს” მეორე ქართველს, გურამ კაშიას, ის მატჩის განაცხადში არ იყო. ყაზაიშვილმა კი მოედანზე 82 წუთი გაატარა და ჩემპიონატში თავისი მე-6 გოლი გაიტანა.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა და მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს