კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კიდევ ერთი აღიარება. გიორგი ჩაკვეტაძე ისევ საუკეთესოა (ფოტო)

Image source: Giorgi Chakvetadze official instagram

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე გაზეთ “სარბიელის” მე-18 გამოკითხვის შედეგების მიხედვით 2018/2019 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადეს.

ქართული მედიის ტრადიციულ გამოკითხვაში მონაწილეობა 79 სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო და ხმების უმრავლესობით 19 წლის ჩაკვეტაძემ გაიმარჯვა. მე-2 ადგილზე ქულით მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია გავიდა, მე-3 კი ყაზახეთის “ტობოლის” ნახევამცველი ჯაბა კანკავა გახდა.

აღსანიშნავია, სარბიელის გამოკითხვა 1998 წლიდან ტარდება. ეს ჯილდო ყველაზე მეტჯერ – ოთხჯერ საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ მოიპოვა.

წყარო – გიორგი ჩაკვეტაძის ინსტაგრამი

თუ რატომ გამოეთიშა ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს

 

  • 6