კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ხვიჩა შუბითიძე: “ვმუშაობთ, რომ პრობლემები აღმოვფხვრათ”

ხვიჩა შუბითიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის „საბურთალომ“ წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა და 2:0 ანგარიშით დამარცხდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, მცირე კომენტარი დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა შუბითიძემ გააკეთა:

“კარგია, რომ მოვიგეთ და გათამაშების ცხრილში გავიუმჯებესეთ მდგომარეობა. იყო, რაღაც დრო, როდესაც ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვიყავი – კარგად დავიწყეთ თამაში და დავწინაურდით კიდევაც. თუმცა, იყო უკმაყოფილების მომენტიც. პირველი ტაიმის ბოლოსკენ სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით, ასევე მეორე ნახევრის ბოლო ოცი წუთი.

თუმცა, ვმუშაობთ, რომ პრობლემები აღმოვფხვრათ. მჯერა, დროთა განმავლობაში უკეთესად ვითამაშებთ”, – თქვა შუბითიძემ.

დედაქალაქურ გუნდს მე-5 გამარჯვების შემდეგ 20 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა ამჟამად, ხოლო “სამგურალი” 12 ქულით მე-7 ადგილზე.

 

 

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

 

 

 

 

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა