კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი საგოლე პასით “რუბინმა” მოიგო (ვიდეო)

კვარაცხელიას საგოლე პასი

Image source: rubin-kazan

 

რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ქართველი ფეხბურთელის „რუბინმა“ „ორენბურგი“ 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ხვიჩამ 67-ე წუთზე იდეალური გადაცემა დენის მაკაროვს გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია მინდორზე 87-ე წუთამდე იყო და ამ სეზონში 3 გოლი და 3 საგოლე პასი შეასრულა.

ზურიკო დავითაშვილიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 57-ე წუთზე ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა.

„რუბინმა“ 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

 

 

წყარო – Rubin-kazan

 

“ინტერმა” ისევ წააგო და ჩემპიონობის შანსი თითქმის დაკარგა