კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა

ხვიჩას სატრანსფერო ფასი ისევ აიწია

Image source: fcrk ტვიტერის გვერდი

 

რუსეთის პრემიერ-ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების Transfermarkt-მა განაახლა და გაირკვა, რომ ყაზანის “რუბინის” ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია გაძვირდა – 5 მილიონი ევროს ოდენობით.

ხვიჩასთან ერთად 5 მილიონით გაიზარდა მოსკოვის “ცსკას” ხორვატი ნახევარმცველის ნიკოლა ვლაშიჩის ფასი. ხვიჩა ახლა 15 მილიონი ევრო ღირს, ხოლო ადრე 10 მილიონი ევრო ღირდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8-ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

 

 

წყარო – transfermarkt.com

 

 

 

 

 

 

 

“ინდიანა პეისერსი” ისევ დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძემ 11 წუთში ქულები ვერ მოაგროვა (ვიდეო)