Image source: Rubin Kazan
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” სტუმრად მოსკოვის “სპარტაკს” დაუპირისპირდა.
ქართველი ლეგიონერის გუნდმა მოსკოველებს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა კვარაცხელიამ. ხვიჩამ 53-ე წუთზე ფანტასტიური საგოლე პასი გააკეთა და დესპოტოვიჩს ანგარიშის გახსნაში დაეხმარა.
89-ე წუთზე კი დესპოტოვიჩი დუბლის ავტორი გახდა.
რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. “რუბინმა” 20 ტურში 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა.
ვიდეობი
ფოტოები